ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ფლამენგოს დამარცხების შემდეგ, პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.
„სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან კარგი მატჩი ვიხილეთ, ფლამენგოს წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. თამაში ძალიან რთული იყო, მაგრამ ფეხბურთელების ხარისხი და მენტალიტეტი აშკარად ჩანდა და ამ სულის ხილვა მართლაც დიდი სიამოვნება იყო ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ.
პირველი ტაიმი ძალიან კარგი გვქონდა, კარგად ვაკონტროლებდით თამაშს, ვიცოდით როგორ მოგვეხდინა ზეწოლა მეტოქეზე, მაგრამ პენალტის შემდეგ ყველაფერი უფრო დაბალანსებული და რთული გახდა. მინდა ფლამენგოს მივულოცო არა მხოლოდ დღევანდელი მატჩი, არამედ მთელი სეზონი.
გინახავთ ოდესმე მეკარეს ზედიზედ ოთხი პენალტი აეღოს? არა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვნახე მეკარე, რომელმაც ოთხივე პენალტი აიღო. თუმცა ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ტიტულების მოგებას ვაგრძელებთ და ეს თასი ნამდვილად დავიმსახურეთ.
საფონოვის ძირითად შემადგენლობაში ყოფნა და ეს მიღწევა ხომ არ აახლებს კონკურენციას? შეიძლება თუ არა პირველი მეკარის შეცვლა? მართლა ფიქრობთ, რომ ახლა ამის განხილვის დროა? ახლა დროა ამ თასის აღნიშვნის, ყველასთვის მილოცვის, მათ, ვინც ითამაშა და მათაც, ვინც არ ითამაშა. გვინდა ისტორიის წერას გავაგრძელოთ. მაგრამ ამ მომენტში უბრალოდ უნდა დავტკბეთ ამ წუთით.
რას ნიშნავს დოჰაში მეექვსე თასის მოგება? ექვსი თასი, ეს ცუდი ნამდვილად არ არის (იღიმის). ჩვენთვის დოჰაში დაბრუნება ყოველთვის განსაკუთრებულია. ყოველ ჯერზე ბედნიერები ვართ, როცა აქ ვართ. ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ მომავალ წელს მაისურზე კიდევ ერთი ემბლემა გვექნება.
კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ გასული სეზონის მენტალიტეტი. დღესასწაულებამდე ერთი მატჩი დაგვრჩა საფრანგეთის თასზე. ამის შემდეგ ჩვენი მიზანი იგივე იქნება: გავაგრძელოთ გამარჯვებები და ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი.“ - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
ფილიპე ლუისი: "პსჟ-ს წინააღმდეგ პენალტებამდე მისვლა დიდი მიღწევაა"