მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ძიუდოში, ლუკა მაისურაძე, დისკვალიფიცირებულია. ინფორმაციას საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.
საქმე იმაშია, რომ ქართველი ძიუდოისტი დოპინგტესტზე ჩავარდა და ამის გამო 1 წლით ასპარეზობა აეკრძალა. შესაბამისად, მაისურაძის პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობა გამოირიცხა.
ლუკა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია. მან 2023 წლის მაისში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ლაშა ბექაური დაამარცხა. ჯერ-ჯერობით უცნობია ჩამოერთმევა თუ არა მაისურაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.