ლუკას პაკეტა ფსონების რეგლამენტის შესაძლო დარღვევის საქმეზე გამართლდა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია (FA) ბრაზილიელი ფეხბურთელის მიერ რამდენიმე მიღებულ საეჭვო ყვითელ ბარათზე აწარმოებდა გამოძიებას, რომელიც პაკეტამ ლესტერთან, ასტონ ვილასთან, ლიდსთან და ბორნმუთთან მატჩებში მიიღო.
იმ დროისთვის მედია წერდა, რომ FA-ს შესაძლოა პაკეტასთვის უვადო დისკვალიფიკაციაც კი მოეთხოვა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ვესტ ჰემი აცხადებს:
„დამოუკიდებელმა სადისციპლინო კომიტეტმა ლუკას პაკეტას ყველანაირი ბრალდება მოუხსნა, რომელიც მას ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ წესების დარღვევის ეჭვის გამო წაუყენა.
კლუბი თავიდანვე გვერდში ედგა ფეხბურთელს ამ რთული და ხანგრძლივი პროცესის დროს." - წერია კლუბის განცხადებაში.