მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს მეგობარს, გუნდელს და მწვრთნელს ამ საოცარ მოსამზადებელ კემპში დახმარებისთვის. თქვენი ყველას მადლიერი ვარ.
დაფასება ოთარ ტანზილოვს, რომელიც დიდებული პარტნიორი იყო ვარჯიშში, მაგრამ სამწუხაროდ მან ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. ის ჩვენთან ერთად ვვარჯიშობდა და მზად იყო, რომ მოკლე დროში (Short notice) ეჩხუბა. ის მალე დაბრუნდება და იმედი გვაქვს, UFC მას კონტრაქტს გაუფორმებს. ის ამას იმსახურებს.
შევხვდებით ნიუ ჯერსიში. #UFC317" - წერს ქართველი ჩემპიონი.
მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამარს 8 ივნისს შონ ო'მალის წინააღმდეგ დაიცავს.