საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 11 ივნისს, ევროპის 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, პირველ მატჩს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ იმ 23 ფეხბურთელის განაცხადი დაასახელა, რომლებიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე წარმოადგენენ.
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი), საბა საზონოვი (ემპოლი), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი), ლადო ოდიშვილი (თელავი)
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა).
ლუკა ლაცაბიძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე და საბა გოგლიჩიძე გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდნენ.
საფრანგეთი, პორტუგალია, პოლონეთი U21 - საქართველოს მეტოქეების განაცხადები ევრო 2025-სთვის