ფარერის კუნძულების ნაკრებთან მოგებული მატჩის (1-0) შემდეგ ეროვნული გუნდის დებიუტანტმა, დავით კერესელიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"პირველ რიგში, უბედნიერესი ვარ ჩემი დებიუტით, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ ემოციებს, რაც მივიღე. ლორიზე ბევრის თქმა შეიძლება, მთელი დღე შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რაც მან საქართველოსთვის გააკეთა და მიხარია, რომ ამ ისტორიის ნაწილი მეც ვარ.
მქონდა მწვრთნელებთან საუბრები, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მაგარი ატმოსფეროა ნაკრებში და ვამაყობ, რომ აქ ვარ.
ეროვნული ლიგიდან ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა რეალურია, ბევრი ფეხბურთელი იყო აქამდეც და დღესაც რამდენიმე ვართ ეროვნული ლიგიდან და ეს დიდი მოტივაციაა პირადად ჩემთვის და ყველა ფეხბურთელისთვის.
ჩემი მიზანია, რომ სტაბილურად დავრჩე ეროვნულ ნაკრებში მომავალში." - განაცხადა ნაკრების ახალმა მეკარემ.
კერესელიძემ მატჩის ბოლოს გიორგი ლორია შეცვალა, რომელმაც ეროვნულ გუნდში ბოლო შეხვედრა ჩაატარა.
"ეს ყველაფერი ფასდაუდებელია, მადლობა ქართველ გულშემატკივარს" - ლორიას ბოლო სანაკრებო კომენტარი