ლივერპულის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევერტონთან გუშინდელ მატჩში მიღებულ ტრავმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
გიორგი მამარდაშვილის ტრავმის სიმძიმე გაირკვა
დღეს გაირკვა, რომ მამარდას დაზიანება არც ისე მძიმეა და ის მოედანზე დაბრუნებას დაახლოებით 3 კვირაში შეძლებს. ამის შემდეგ, გიომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის. მალე დავბრუნდები. დიდი გამარჯვება დერბიში და 3 ქულა", - წერს მამარდა.