ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

მადლობა, შერმადინი!
კალათბურთიკალათბურთი
ქართულიქართული

მადლობა, შერმადინი!

26 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

27 და 30 ნოემბერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 2 მატჩი ელის. 27-ში ეროვნული გუნდი თბილისში უკრაინას დაუპირისპირდება, 30-ში კი ესპანეთს ესტუმრება.


გარდა იმისა, რომ ეს შეხვედრები მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია, მათ კიდევ ერთი ემოციური დატვირთვა აქვს.


27-ში გიორგი შერმადინი საქართველოში თავის ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს და ქართველ გულშემატკივრებს დაემშვიდობება, 30-ში კი იქ სადაც საკლუბო ლეგენდად იქცა, ანუ ტენერიფეში უკვე სანაკრებო კარიერას ოფიციალურად დაასრულებს.


შერმადინის დებიუტი საქართველოს ეროვნულ გუნდში 2006 წლის 3 სექტემბერს ლუქსემბურგის წინააღმდეგ შედგა. გიორგი მაშინ 17 წლის იყო და ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ლეგენდა გახდებოდა.


შერმადინისა და საქართველოს ნაკრების გზა ამ 19 წლის განმავლობაში განუყოფელი იყო, რადგან ამ თავგადასავლის განმავლობაში გიორგი ყოველთვის მზად იყო ნაკრებს დახმარებოდა.


ჯერ იყო B დივიზიონი, შემდეგ A დივიზიონში აღზევება და პირველ ევრობასკეტზე გასვლა, ამას ჯამში 6 ევრობასკეტი მოჰყვა და იყო ისტორიულ პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაც, გიორგი შერმადინი კი ყოველთვის გუნდის სტაბილური წევრი გახლდათ და ერთადერთია, რომელმაც ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ტურნირზე მოახერხა თამაში.



2011 ევრობასკეტი - 4.4 ქულა, 4.4 მოხსნა, ეფექტურობა 6.3

2013 ევრობასკეტი - 11.6 ქულა, 7.2 მოხსნა, ეფექტურობა 16.8

2015 ევრობასკეტი - 5 ქულა, 2.2 მოხსნა, ეფექტურობა 7.3

2017 ევრობასკეტი - 10.2 ქულა, 4.6 მოხსნა, ეფექტურობა 13.6

2022 ევრობასკეტი - 10.6 ქულა, 6 მოხსნა, ეფექტურობა 14.6

2023 მსოფლიო ჩემპიონატი - 8.2 ქულა, 4.2 მოხსნა, ეფექტურობა 11.2


შერმადინის საუკეთესო მიღწევა საქართველოს ნაკრებთან ერთად ბოლო ევრობასკეტზე დაფიქსირდა, როცა გუნდმა ესპანეთისა და საფრანგეთის დამარცხების შემდეგ 1/4 ფინალში გააღწია და საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა.


ისტორიულ პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე კი საქართველომ პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია და საუკეთესო 16 გუნდში გაინაღდა ადგილი.


ამ 19 წლის განმავლობაში შერმოს ნაკრებში ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი დაუგროვდა, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული, რომელზეც თავადაც საუბრობს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში ისრაელის ნაკრებთან ბოლო წამზე ჩაგდებული თამაშის მომგები ორქულიანია.



გიორგის ბევრი კარგი მატჩის გახსენება შეიძლება, თუმცა ყველას გამორჩევა შორს წაგვიყვანს. მაგალითისთვის კი ერთ-ერთი ასეთი უკვე 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაფიქსირებული ორმაგი დუბლია - 20 ქულა, 15 მოხსნა.



საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შერმადინის 19-წლიანი სანაკრებო კარიერა არა მხოლოდ ქართული კალათბურთის ისტორიაშია გამორჩეული. გიორგი არის კალათბურთელი, რომელიც ეროვნული გუნდის ყოველ ნაბიჯთან არის ასოცირებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოთამაშე გიორგი შერმადინი და საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ერთად გაიზარდნენ - B დივიზიონიდან ევროპის საუკეთესო 8 გუნდამდე.


2006 წელს, როცა ნაკრებში მისი დებიუტი შედგა, ის თბილისის მაკაბის 17 წლის მოთამაშე იყო, ახლა კი 36 წლის ასაკში ის ეროვნულ გუნდს ლეგენდის სტატუსით ტოვებს, რომელსაც უდიდესი საკლუბო კარიერაც უმაგრებს ზურგს, ის ხომ ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატის (ლიგა ენდესა) რეკორდსმენი და ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრია.


ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ბოლოს ერთი რამის თქმა არ უნდა დაგვავიწყდეს...


მადლობა, შერმადინი!


VIDEO: adjarabet arena-ს ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი შერმადინთან

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

გიორგი შერმადინი
საქართველო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ამჯერად საგოლე პასი - გაგუა სეზონს კარგ ფორმაში შეხვდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ამჯერად საგოლე პასი - გაგუა სეზონს კარგ ფორმაში შეხვდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერთი დიდი სენსაციით - საქართველოს თასზე 1/8 ფინალური წყვილები გაირკვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერთი დიდი სენსაციით - საქართველოს თასზე 1/8 ფინალური წყვილები გაირკვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფარიკაობის მსოფლიო - ბაზაძე 1/4 ფინალში დამარცხდა

•ქართული

ქართული

ფარიკაობის მსოფლიო - ბაზაძე 1/4 ფინალში დამარცხდა
•ქართული

ქართული

ბარსას ტოვებს - შენგელიას ახალი კლუბი ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

ბარსას ტოვებს - შენგელიას ახალი კლუბი ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

14 სთ წინ

VIDEO: ამჯერად საგოლე პასი - გაგუა სეზონს კარგ ფორმაში შეხვდა

News image

14 სთ წინ

ერთი დიდი სენსაციით - საქართველოს თასზე 1/8 ფინალური წყვილები გაირკვა

News image

11 სთ წინ

ფარიკაობის მსოფლიო - ბაზაძე 1/4 ფინალში დამარცხდა

News image

9 სთ წინ

ბარსას ტოვებს - შენგელიას ახალი კლუბი ცნობილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება