• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მაიკლ ბისპინგმა ტომ ასპინალი გააკრიტიკა
UFCUFC

მაიკლ ბისპინგმა ტომ ასპინალი გააკრიტიკა

09 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

UFC-ის ლეგენდამ, მაიკლ ბისპინგმა გასულ კვირას თავისი კრიტიკული განცხადებით მებრძოლები და გულშემატკივრები გააოცა.


საკუთარ პოდკასტში მან ეჭვქვეშ დააყენა მძიმე წონის ჩემპიონის, ტომ ასპინალის თვალის ტრავმის სერიოზულობა, რის გამოც ბრიტანელი მოკრივე ოქტაგონს გასული წლის ოქტომბრიდან ჩამოშორდა. ბისპინგის ეს სიტყვები უცნაური იყო, რადგან თავად ბრძოლების დროს ცალ თვალში სინათლე დაკარგა და წესით, ასეთი ტრავმების მიმართ მეტი სიფრთხილე მართებდა.


UFC-ის გავლენა და კომპანიის ინტერესები


ტომ ასპინალის მეგობარმა და სპარინგ-პარტნიორმა, KSW-ის მძიმე წონის ჩემპიონმა ფილ დე ფრისმა ბისპინგის პოზიციას „საშინელი სიტუაცია“ უწოდა. მისი თქმით, ასპინალს თვალზე ოპერაცია დასჭირდა და ტრავმის სიმულაციაზე ლაპარაკი სისულელეა. დე ფრისი მიიჩნევს, რომ ბისპინგმა ეს განცხადება მხოლოდ თავისი დამსაქმებლის, UFC-ის საამებლად გააკეთა.


„ბისპინგი კარგი ტიპია, მაგრამ ის კომპანიის კაცია. თუ UFC-დან ეტყვიან, რომ ტომზე ბრძოლის მისაღებად წნეხი განახორციელოს, ის ზუსტად ამას გააკეთებს. ფანები ძალიან ცვალებადები არიან, გუშინ ყველას უყვარდა ტომი, დღეს კი, როცა სერილ განთან ორთაბრძოლაში თვალის ტრავმა მიიღო და ჩხუბის შეწყვეტა მოუწია, კრიტიკა დაუწყეს. თუმცა, ასპინალს სქელი კანი აქვს და ამ წნეხს გაუძლებს“, - განაცხადა დე ფრისმა Bloody Elbow-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.


დე ფრისის მომავალი გეგმები


ფილ დე ფრისმა KSW-ის საჩემპიონო ქამარი მეთოთხმეტედ მიმდინარე წლის აპრილში, მარჩინ ვოიჩიკის დამარცხებით დაიცვა. ორგანიზაციის ყველაზე დომინანტი მძიმეწონოსანი ოქტაგონზე დაბრუნებას 2026 წლის ბოლოს გეგმავს და მას სრულიად უჩვეულო მეტოქის გამოწვევა სურს.


ბრიტანელი მებრძოლის მიზანი ძალოსან ედი ჰოლთან ორთაბრძოლაა, რომელიც უქმეებზე კრივის მატჩში ტომი ფიურის უპირისპირდება. დე ფრისი დარწმუნებულია, რომ ჰოლი პროფესიონალ მოკრივესთან სასტიკად დამარცხდება, რის შემდეგაც მას ოფიციალურად გამოიწვევს და თავის სპორტში ეცდება ძალების გაზომვას.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გეიჯის ტაქტიკური დილემა თოფურიას დასამარცხებლად

•ქართული

ქართული

გეიჯის ტაქტიკური დილემა თოფურიას დასამარცხებლად
•ქართული

ქართული

ალექს პერეირას რჩეული ნახევრად მძიმე წონაში

•UFC

UFC

ალექს პერეირას რჩეული ნახევრად მძიმე წონაში
•UFC

UFC

კორმიე ისტორიული რეკორდის მოლოდინში

•UFC

UFC

კორმიე ისტორიული რეკორდის მოლოდინში
•UFC

UFC

თოფურია-გეიჯის დაძაბული პირისპირ დგომი თეთრ სახლში

•ქართული

ქართული

თოფურია-გეიჯის დაძაბული პირისპირ დგომი თეთრ სახლში
•ქართული

ქართული

News image

10 სთ წინ

გეიჯის ტაქტიკური დილემა თოფურიას დასამარცხებლად

News image

10 სთ წინ

ალექს პერეირას რჩეული ნახევრად მძიმე წონაში

News image

10 სთ წინ

კორმიე ისტორიული რეკორდის მოლოდინში

News image

4 სთ წინ

თოფურია-გეიჯის დაძაბული პირისპირ დგომი თეთრ სახლში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება