მაიკლ კერიკმა აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით პასუხს აქტიურად არ ითხოვს.
სათავეში ჩადგომის შემდეგ კარიკმა მოლოდინებს გადააჭარბა. მანჩესტერ იუნაიტედმა მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა ისეთ მეტოქეებთან, როგორიცაა მანჩესტერ სიტი, არსენალი და სულ ახლახან, ჩელსი.
ამ შედეგებმა იუნაიტედი პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე აიყვანა და ჩემპიონთა ლიგის საგზური თითქმის გაუნაღდა. მიუხედავად ჭორებისა მისი გრძელვადიანი როლის შესახებ, 44 წლის სპეციალისტი კვლავ მიმდინარე ამოცანებზეა ფოკუსირებული:
ბევრჯერ მითქვამს, რომ აქ ყოფნითა და ჩემი როლით სიამოვნებას ვიღებ. კარგი შედეგები გვქონდა და კარგ ფორმაში ვართ. კვლავ გვსურს გაუმჯობესება, არის საფეხურები, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ. ვნახოთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მიყვარს აქ ყოფნა. ეს ნამდვილი პრივილეგიაა, მაგრამ ამავდროულად, დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ.
კითხვაზე, თუ როდის ელოდება გადაწყვეტილებას მომავალთან დაკავშირებით, კერიკმა მშვიდი პოზიცია შეინარჩუნა:
მართალი გითხრათ, ზუსტად არ ვიცი. ნამდვილად არ ვადევნებ თვალს მსგავს რაღაცებს. ვფიქრობ, ყველაფერი მაშინ გაირკვევა, როცა ამის დრო მოვა. ახლა აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს და კლუბს შედეგის მიღწევაში დავეხმარო. ამჟამად ყველაფერი კარგად მიდის.