ფორმულა 1-ში ბელგიის გრან პრი გაიმართა.
სპა-ფრანკოშამის ტრასაზე რბოლა შედგა, რომელიც მაკლარენის დუბლით დასრულდა.
რბოლის დაწყება წვიმის გამო გადაიდო, მოგვიანებით კი სტარტი უსაფრთხოების მანქანის ფონზე აიღო.
კვალიფიკაციის შედეგად პოულ პოზიცია ლანდო ნორისმა მოიპოვა, ოსკარ პიასტრი კი მე-2 იყო, თუმცა ავსტრალიელმა ბრიტანელს თავიდანვე გადაასწრო და შემდეგ მთელი რბოლის განმავლობაში შეძლო ლიდერობის შენარჩუნება.
პიასტრისთან და ნორისთან ერთად პოდიუმზე მე-3 ადგილი ფერარის მონეგასკმა პილოტმა, შარლ ლეკლერმა მოიპოვა.
ბელგიური რბოლის შედეგად ქულები ასე გადანაწილდა:
1. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) - 25 ქულა
2. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 18 ქულა
3. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 15 ქულა
4. მაქს ვერსტაპენი (რედ ბული) - 12 ქულა
5. ჯორჯ რასელი (მერსედესი) - 10 ქულა
6. ალექს ალბონი (უილიამსი) - 8 ქულა
7. ლუის ჰამილტონი (ფერარი) - 6 ქულა
8, ლიამ ლოუსონი (რეისინგ ბულსი) - 4 ქულა
9. გაბრიელ ბორტოლეტო (ზაუბერი) - 2 ქულა
10. პიერ გასლი (ალპინი) - 1 ქულა
2025 წლის სეზონში ჩატარებული 13 რბოლის შემდეგ საჩემპიონო დავას ოსკარ პიასტრი ლიდერობს.
1. ოსკარ პიასტრი - 266 ქულა
2. ლანდო ნორისი - 250 ქულა
3. მაქს ვერსტაპენი - 185 ქულა
4. ჯორჯ რასელი - 157 ქულა
5. შარლ ლეკლერი - 139 ქულა
კონსტრუქტორთა დავაში კი მაკლარენი დამაჯერებლად არის წინ გაჭრილი.
1. მაკლარენი - 516 ქულა
2. ფერარი - 248 ქულა
3. მერსედესი - 220 ქულა
4. რედ ბული - 192 ქულა
ფორმულა 1-ის მომდევნო გრან პრი 1-3 აგვისტოს უნგრეთში გაიმართება.