ლონდონის ჩელსის ყოფილმა ფორვარდმა, ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკმა, გუნდის ახალ მწვრთნელს, ხაბი ალონსოს მოუწოდა, თავისუფალი აგენტი ჯონ სტოუნსი დაიმატოს.
ჰასელბაინკი მიიჩნევს, რომ ინგლისის ნაკრების მცველი ახალგაზრდულ შემადგენლობას გამოცდილებასა და ლიდერულ თვისებებს შემატებს, ჩელსის შემსუბუქებული კალენდარი კი ფეხბურთელის ტრავმიანობის რისკებს შეამცირებს.
ხაბი ალონსო ჩელსის მთავარ მწვრთნელად ორშაბათს ოფიციალურად წარადგინეს. ესპანელს კლუბში ტრანსფერებზე დიდი გავლენა ექნება, რაც ჰასელბაინკის აზრით, სტოუნსის მოსაყვანად იდეალური შანსია: „ჩელსი ევროთასებზე არ თამაშობს, მატჩები მხოლოდ შაბათიდან შაბათამდე ექნებათ. სტოუნსი მეტს დაისვენებს, ტრავმებს აირიდებს და სულ მცირე 30 მატჩის უმაღლეს დონეზე ჩატარებას შეძლებს“.
32 წლის მცველს მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი დაუსრულდა და ახალ კლუბს ეძებს. თუმცა, ტრანსფერზე მოლაპარაკებები მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე არ დაიწყება, სტოუნსი ამჟამად ინგლისის ნაკრებთან ერთად ატლანტაში იმყოფება და ოთხშაბათს არგენტინასთან ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადება.