ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში ვესტ ჰემმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედი მიიღო.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი 3 გოლი ვიხილეთ.
ანგარიში 74-ე წუთზე გაიხსნა. ვესტ ჰემის მხრიდან თავი შეცვლაზე შემოსულმა კრისენსიო სამერვილმა გამოიჩინა. 81-ე წუთზე იუნაიტედმა ანგარიში გაათანაბრა, კაზემირომ ახლო მანძილიდან თავური დარტყმით აიღო ლონდონელთა კარი.
მიუხედავად წონასწორობის აღდგენისა, იუნაიტედმა მატჩი მაინც წააგო. 92-ე წუთზე ჯაროდ ბოუენმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ვესტ ჰემს 3 ქულა მოუტანა.
ამ გამარჯვებით ჩაქუჩები პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 11 ქულით სწორედ მანჩესტერ იუნაიტედს გაუთანაბრდნენ და ამ მომენტისთვის გუნდები მე-13 და მე-14 ადგილზე არიან.