• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
მარესკა ტოტენჰემის მცველით ინტერესდება
ფეხბურთიფეხბურთი

მარესკა ტოტენჰემის მცველით ინტერესდება

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანური მედიის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტის ამ ზაფხულს ტოტენჰემ ჰოტსპურის მცველის გაფორმება სურს.


26 წლის პედრო პორო სპურსს 2023 წლის იანვარში, სპორტინგიდან იჯარით შეუერთდა, მომდევნო ზაფხულს კი კლუბმა მისი კონტრაქტი 35 მილიონად გამოისყიდა. ესპანელს ლონდონელებთან ხელშეკრულება კიდევ ორი წლით აკავშირებს.

სიტი ზაფხულში შემადგენლობის გაახალგაზრდავებას გეგმავს. რაც შეეხება ტოტენჰემს, მათ პრემიერ ლიგაში ადგილი მხოლოდ ბოლო ტურში შეინარჩუნეს და ახლა იმედოვნებენ, რომ რობერტო დე ძერბის ხელში, რომელმაც გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა, ახალი პროექტის შენებას დაიწყებენ.

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, სიტიმ ტრანსფერის თაობაზე პირველი კონტაქტი უკვე დაამყარა. ტოტენჰემმა ფეხბურთელი 50 მილიონად შეაფასა, თუმცა მათ საერთოდ არ სურთ ლიდერის გაყიდვა.

ჯერ კიდევ თებერვალში იწერებოდა, რომ სპურსის ყოფილი მწვრთნელი, თომას ფრანკი პოროს გუნდში ერთადერთ ელიტარულ მოთამაშედ მიიჩნევდა. ტოტენჰემმა მცველს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, რის გამოც მანჩესტერელები გააქტიურდნენ.

სიტის რაც შეიძლება სწრაფად, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დახურვა სურს. პორო ტურნირზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად მიემგზავრება, ის განაცხადში უკვე შეიყვანეს.

საინტერესოა, რომ პორო 2019-2022 წლებში უკვე ირიცხებოდა სიტიში, თუმცა ძირითად გუნდში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია და იჯარით ვალიადოლიდსა და სპორტინგში უშვებდნენ, სანამ ამ უკანასკნელმა საბოლოოდ არ გამოისყიდა.

ამჟამად სიტის ძირითად მარჯვენა მცველად მათეუს ნუნეში ჩამოყალიბდა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში თავიდან ნახევარმცველის სტატუსით მოვიდა. პორო მას სერიოზულ კონკურენციას გაუწევს, თუმცა გარანტირებული ადგილი არც მას ექნება.

სტატისტიკური მონაცემებით, ესპანელი შეტევაში ბევრად უფრო ეფექტურია - ჩაწოდებებით, მოსალოდნელი ასისტებით (xA) და პროგრესული პასებით ის ნუნეშს საგრძნობლად სჯობს. მეორე მხრივ, ნუნეში უკეთესია დაცვით დუელებში, საჰაერო ორთაბრძოლებსა და ბურთის წინ წაღებაში.

პოროსთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რადგან ტოტენჰემი ევროთასების მიღმა დარჩა. მისი შემტევი პოტენციალი კი ახალი მწვრთნელისთვის, ენცო მარესკასთვის შესანიშნავი იარაღი იქნება ერლინგ ჰალანდის საგოლე პასებით მოსამარაგებლად.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ჩელსი
მან სიტი
დე ძერბი
ენცო მარესკა
პრემიერ ლიგა
სპორტინგი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ტრავმების ჯოჯოხეთიდან ლიგის ფინალამდე - ჰავერცი სეზონს აფასებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრავმების ჯოჯოხეთიდან ლიგის ფინალამდე - ჰავერცი სეზონს აფასებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრუნოს აღიარება: „ჩემპიონშიფში მიშვებდნენ და ბარგი უკვე ჩალაგებული მქონდა“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრუნოს აღიარება: „ჩემპიონშიფში მიშვებდნენ და ბარგი უკვე ჩალაგებული მქონდა“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვესტ ჰემის 40-მილიონიანი შენაძენი გუნდს დატოვებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვესტ ჰემის 40-მილიონიანი შენაძენი გუნდს დატოვებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა გვარდიოლით ინტერესდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა გვარდიოლით ინტერესდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

ტრავმების ჯოჯოხეთიდან ლიგის ფინალამდე - ჰავერცი სეზონს აფასებს

News image

6 სთ წინ

ბრუნოს აღიარება: „ჩემპიონშიფში მიშვებდნენ და ბარგი უკვე ჩალაგებული მქონდა“

News image

3 სთ წინ

ვესტ ჰემის 40-მილიონიანი შენაძენი გუნდს დატოვებს

News image

3 სთ წინ

ბარსელონა გვარდიოლით ინტერესდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება