• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ვესტ ჰემის 40-მილიონიანი შენაძენი გუნდს დატოვებს
ფეხბურთიფეხბურთი

ვესტ ჰემის 40-მილიონიანი შენაძენი გუნდს დატოვებს

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

როგორც იტყობინებიან, ვესტ ჰემ იუნაიტედის ძვირადღირებულ შენაძენს, მაქს კილმანს, კლუბში მომავალი აღარ აქვს და ამ ზაფხულს ლონდონ სტადიუმის დატოვება მოუწევს.


ლონდონელები 14 წლის განმავლობაში პირველად ბრუნდებიან ჩემპიონშიფში. მათ პრემიერ ლიგის სეზონი მე-18 ადგილზე, 39 ქულით დაასრულეს. ეს არის გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდისთვის ყველაზე მაღალი ქულა 2011 წლის შემდეგ.

ვესტ ჰემს წინ დიდი გაურკვევლობა ელის. კლუბს ფეხბურთელების გაყიდვით 100-დან 150 მილიონამდე თანხის გამომუშავება სჭირდება, რის გამოც გუნდს ბევრი წამყვანი ვარსკვლავი დატოვებს. მწვრთნელის საკითხი კი უკვე გარკვეულია - ნუნუ ეშპირიტუ სანტუ პოსტზე რჩება და შეეცდება გუნდი პირველივე ცდაზე დააბრუნოს პრემიერ ლიგაში.

ერთი მოთამაშე, რომელიც ჩემპიონშიფიდან ამოსასვლელ ბრძოლაში მონაწილეობას ნამდვილად არ მიიღებს, მცველი მაქს კილმანია. გავრცელებული ინფორმაციით, ვულვზის ყოფილი ფეხბურთელი ზაფხულში იჯარით წავა, რადგან ის ნუნუს სამომავლო გეგმებში საერთოდ არ შედის.

მისი ტრანსფერი კლუბში დიდ იმედგაცრუებად შეფასდა. ეს განსაკუთრებით დასანანია იმის ფონზე, რომ ვესტ ჰემმა მასში სულ რაღაც ორი წლის წინ 40 მილიონი გადაიხადა. მიუხედავად იმისა, რომ კილმანი ნიჭიერ მცველად ითვლება, ლონდონში მან მოლოდინები ვერ გაამართლა. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, თუმცა იანვრის ბოლოდან მოყოლებული, პრემიერ ლიგაში ერთი წუთიც კი არ უთამაშია. აპრილში მან ასოციაციის თასის ნახევარფინალში ლიდსთან წაგებულ მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა უხეში შეცდომა დაუშვა და საკუთარ კარში პენალტი აიკიდა.

კილმანმა ორი წლის წინ კლუბთან 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ამიტომ ვესტ ჰემს ახლა ძალიან გაუჭირდება მასში გადახდილი 40 მილიონის უკან დაბრუნება.

იჯარა საუკეთესო შანსია იმისთვის, რომ მცველმა ახალ გარემოში ფორმა აღიდგინოს და ფასი აიმაღლოს. იანვარში მისით კრისტალ პალასი ინტერესდებოდა, თუმცა უცნობია, ახლა რას ფიქრობენ კილმანზე. არწივებს მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშის გამო შემადგენლობის გაძლიერება სჭირდებათ. ვესტ ჰემს კი სურს კილმანი ისეთ გუნდში გაუშვას, სადაც სათამაშო დრო გარანტირებული ექნება, რათა მომავალში მისი გაყიდვა უფრო სარფიანად შეძლონ.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ჩემპიონშიფი
კრისტალ პალასი
პრემიერ ლიგა
ტრანსფერები
ვესტ ჰემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვინისიუსი და რეალი: რა შემთხვევაში გახანგრძლივდება კონტრაქტი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსი და რეალი: რა შემთხვევაში გახანგრძლივდება კონტრაქტი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა გვარდიოლით ინტერესდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა გვარდიოლით ინტერესდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

BREAKING: ბერნარდუ სილვა ცალი ფეხით ბარსელონაშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

BREAKING: ბერნარდუ სილვა ცალი ფეხით ბარსელონაშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბართომეუ: „მესის სანაცვლოდ 400 მილიონ ევროს გვიხდიდნენ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბართომეუ: „მესის სანაცვლოდ 400 მილიონ ევროს გვიხდიდნენ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

ვინისიუსი და რეალი: რა შემთხვევაში გახანგრძლივდება კონტრაქტი?

News image

3 სთ წინ

ბარსელონა გვარდიოლით ინტერესდება

News image

29 წთ წინ

BREAKING: ბერნარდუ სილვა ცალი ფეხით ბარსელონაშია

News image

18 წთ წინ

ბართომეუ: „მესის სანაცვლოდ 400 მილიონ ევროს გვიხდიდნენ"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება