მარსელომ ესპანურ AS-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.
"დრიბლიორები, რომლებიც მომწონს?
მადრიდის რეალის ხუვენილ ა-ში არის მოთამაშე გაბრი. ის პირველ გუნდში ითამაშებს, რადგან საოცარი დრიბლინგი აქვს.
ასევე კვარა... კვარა? როგორ უნდა ვთქვა მისი სახელი? კვარაცხელია პსჟ-დან. მე ის მომწონს." - თქვა ბრაზილიელმა.
18 წლის გაბრი ვალერო, რომელიც მარსელომ გამოარჩია, რეალის 19-წლამდე გუნდის შემტევი ნახევარმცველია.