• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
მარსელში დე ძერბის მომავალი საფრთხეშია
ფეხბურთიფეხბურთი

მარსელში დე ძერბის მომავალი საფრთხეშია

29 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბრიუგეში მძიმე მარცხისა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, რობერტო დე ძერბის პოზიცია მარსელის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერიოზულად შეირყა.


ფრანგული RMC Sport-ის ცნობით, იტალიელი სპეციალისტის შესაძლო წასვლის თაობაზე მოლაპარაკებები მხარეებს შორის უკვე მიმდინარეობს.


გუნდი ამჟამად ლიგა 1-ის მე-20 ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელიც პარიზის წინააღმდეგ ჩატარდება. დე ძერბისა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის დისკუსიები მიმდინარეობს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მან მარსელი უახლოეს მომავალში დატოვოს, თუმცა კლუბთან დაახლოებული წყაროების თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.


რობერტო დე ძერბიმ ბრიუგესთან მარცხის შემდეგ, ხუთშაბათს, კლერფონტენში მდებარე მიშელ პლატინის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე მარსელის ვარჯიში არ ჩაატარა. კლუბთან დაახლოებული წყაროები განმარტავენ, რომ ეს წინასწარ იყო დაგეგმილი და სესიას სამწვრთნელო შტაბი უძღვებოდა.


RMC-სთან საუბარში სპორტულმა დირექტორმა მედჰი ბენატიამ მკაცრი განცხადებები გააკეთა, თუმცა, როგორც ჩანს, რობერტო დე ძერბი დაინდო და პასუხისმგებლობა ფეხბურთელებს დააკისრა:


„ვიმედოვნებ, ფეხბურთელები გააცნობიერებენ, რომ ეს პროფესიონალური შეცდომა იყო. კარიერის განმავლობაში ბევრი მატჩი წამიგია, მაგრამ იშვიათად განმიცდია ასეთი სირცხვილი, ორ თამაშში გაშვებული ექვსი გოლი.“


მან ასევე დაამატა: „მინდა, ამას სეზონის დარჩენილ ნაწილზე გავლენა ჰქონდეს.“


რობერტო დე ძერბის მომავალი მარსელში ბეწვზე ჰკიდია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვარაუდი, შესაძლოა მან დროებით განზე გადგომის აუცილებლობა იგრძნოს, სანამ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.


მსგავსი რამ გასულ სეზონში, რეიმსთან მარცხის შემდეგაც მოხდა, როდესაც მან გარკვეული დროით გუნდისგან დისტანცია დაიჭირა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

დე ძერბი
მარსელი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: კვარამ მოედანზე დაბრუნება გოლით აღნიშნა - პსჟ-მ მარსელი გაანადგურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კვარამ მოედანზე დაბრუნება გოლით აღნიშნა - პსჟ-მ მარსელი გაანადგურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დამაჯერებელი გამარჯვება ველოდრომზე — ლივერპულმა კითხვები არ დატოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დამაჯერებელი გამარჯვება ველოდრომზე — ლივერპულმა კითხვები არ დატოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლე კლასიკი - კვარაცხელია მარსელთან მატჩის განაცხადშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლე კლასიკი - კვარაცხელია მარსელთან მატჩის განაცხადშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარსელის უიღბლობა - ასეთი სცენარის ალბათობა 0.00005% იყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარსელის უიღბლობა - ასეთი სცენარის ალბათობა 0.00005% იყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

VIDEO: კვარამ მოედანზე დაბრუნება გოლით აღნიშნა - პსჟ-მ მარსელი გაანადგურა

News image

21 იან, 2026

დამაჯერებელი გამარჯვება ველოდრომზე — ლივერპულმა კითხვები არ დატოვა

News image

14 სთ წინ

ლე კლასიკი - კვარაცხელია მარსელთან მატჩის განაცხადშია

News image

29 იან, 2026

მარსელის უიღბლობა - ასეთი სცენარის ალბათობა 0.00005% იყო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება