მილანის გარემარბმა რაფაელ ლეაუმ გალათასარაის მაისურზე ხელის მოწერაზე დემონსტრაციულად განაცხადა უარი.
გულშემატკივარი პორტუგალიელ ფეხბურთელთან თურქული კლუბის მაისურით მივიდა და ავტოგრაფი სთხოვა.
ლეაუმ მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა და ფანს რამდენჯერმე მიმართა: „მართლა სულელი ხომ არ ხარ?“
პორტუგალიელი ფეხბურთელის მილანური მომავალი კვლავ ეჭვქვეშ დგას, ლეაუს შეძენით გალათასარაი და სხვა ევროპული კლუბები აქტიურად ინტერესდებიან.
მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, რაფამ მილანის დატოვების სურვილი ღიადაც გამოთქვა.