ლივერპული ჩემპიონატში მე-12-ედ დამარცხდა.
არნე სლოტის გუნდმა 37-ე ტურში სტუმრად ასტონ ვილასთან წააგო 2:4.
VIDEO: მამარდას 4 გაშვებული გოლი და მარცხი ვილა პარკზე
ბოლოს მერსისაიდელებს პრემიერ ლიგაში ამდენი მარცხი 2014/15 წლების სეზონში ჰქონდათ. მაშინ მათ მე-6 ადგილი დაიკავეს, ახლა კი მე-5 პოზიციაზე არიან.
ამ ჩემპიონატში ლივერპულის დამარცხება შეძლეს: მანჩესტერ იუნაიტედმა (ორჯერ), ბრაიტონმა, ვულვერჰემპტონმა, მანჩესტერ სიტიმ (ორჯერ), ბორნმუთმა, ნოტინგემ ფორესტმა, ბრენტფორდმა, ჩელსიმ და კრისტალ პალასმა.