გიორგი კორსანტიას გიპუსკოა მშვენიერ ფორმაშია და ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონში კიდევ ერთი მატჩი მოიგო - თავიანთ არენაზე ერთ-ერთი კონკურენტი ესტელა 88:77 დაამარცხეს.
ქართველი შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო - 22:11 წუთში, 11 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი მოაგროვა. ეფექტიანობის ინდექსით (13), მხოლოდ თანაგუნდელ ტაილერ მაკგის (19) ჩამორჩა.
ბასკურმა გუნდმა ზედიზედ მე-6 შეხვედრა მოიგო და საპლეიოფო ზონაში პოზიციები გაიმყარა - მე-6 ადგილზეა და სამეულთან 3 მოგება აშორებს.
კორსანტიას გუნდი, 4 იანვარს, ჩემპიონატის ბოლოადგილოსან პალმერ ბასკეტს (2 მოგება, 11 წაგება) ესტუმრება.