VIDEO: კვერნაძის ეფექტური პრე-ასისტი - ფროზინონემ ემპოლისთან ფრე ითამაშა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი კვერნაძის ფროზინონემ, იტალიის სერია B-ს მე-18 ტურში, ემპოლისთან სტუმრად 1:1 ითამაშა, თუმცა ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.
22 წლის ქართველი, ტრადიციულად, ლაციოელთა ძირითადში იყო და 89-ე წუთამდე ითამაშა - გოლის ეპიზოდში პრე-ასისტი შეასრულა, 50-ე წუთზე კი გატანა თავად შეეძლო, მაგრამ მცველმა დარტყმული დაუბლოკა.
გარდა ამისა, ბურთს 40-ჯერ შეეხო, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, 17-დან 13 პასი ზუსტად გააკეთა, 2 ჯარიმა მოიპოვა, 3-ჯერ თამაშგარეში მოხვდა, 1-დან 1 საჰაერო ორთაბრძოლა და 12-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო, 1 წარმატებული ვარდნაც შეასრულა, ერთხელ ბურთი ჩაჭრა და ერთხელაც დაჯარიმდა. ყვითელი ბარათიც მიიღო.
კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 1 ასისტი აქვს, კიდევ 1 გოლი მან თასზე გაიტანა.
18 ტურის შემდეგ, ფროზინონეს 38 ქულა აქვს და ლიდერობას ინარჩუნებს - მონცას 37 ქულა აქვს, ვენეციას - 35, პალერმოს - 33.
ქართველის გუნდი მომდევნო თამაშს 10 იანვარს, მე-5 ადგილოსან კატანძაროსთან (31 ქულა) შინ გამართავს.