VIDEO: ორივე გუნდში საუკეთესო იყო - შერმადინის გუნდმა მოულოდნელად წააგო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგა ენდესაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი ლაგუნა ტენერიფე შინ გრან კანარიასთან მოულოდნელად დამარცხდა - 70:71.
კანარიელთა ქართველმა კაპიტანმა 21:44 წუთი ითამაშა - 14 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ.
ტენერიფემ მე-12 ტურში მეოთხედ წააგო და ლიდერებს კიდევ უფრო ჩამორჩა - რეალ მადრიდს 11 მოგება აქვს, მურსიას - 10, ვალენსიას - 9 (ოღონდ, 11 თამაშში).
30 დეკემბერს ლიგა ენდესაში ქართული დაპირისპირებაა - ტენერიფელები, თავიანთ პარკეტზე, ბექა ბურჯანაძის აუტსაიდერ გრანადას (1 მოგება, 11 წაგება) უმასპინძლებენ.