ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო თასზე, სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს პირველმა ნომერმა ქართველმა გათამაშების 1/32 ფინალში - ინდოელ კარან სინს, 1/16 ფინალში - იაპონელ კაიტო სტრიტსს, 1/8 ფინალში - პაველ გრაუდინს, ხოლო 1/4 ფინალში ამერიკელი უილიამ მორილი დაამარცხა.
ბაზაძე 1/2 ფინალში სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰისთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
სანდრომ ბოლო ერთ თვეში მესამე მედალი მოიგო და ევროპის ჩემპიონატს კარგ ფორმაში ხვდება - ტურნირი, 16-21 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ანტონიში ჩატარდება.
კაიროს მსოფლიო თასზე გუნდური ასპარეზობა ხვალიდან დაიწყება - ბაზაძესთან ერთად, ჩვენს ნაკრებს გიორგი ურუშაძე და ალექსანდრე თავართქილაძე წარმოადგენენ.