თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა -81 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობა ავსტრიის სახელთი მოასპარეზე მაგამედ ბორჩაშვილთან მოგებით გახსნა, შემდეგ კი ბერძენი არას ზარაგკასი დაამარცხა.
ტატომ 1/4 ფინალში ფინელი ეეტუ იჰანამაკის მოუგო, 1/2 ფინალში კი აზერბაიჯანელ ზელმ ცკაევს აჯობა და ფინალში გავიდა.
ფინალში გრიგალაშვილის მეტოქე რუსი ტიმურ არბუზოვი იყო, რომელთანაც უშანსოდ დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ეს საქართველოსთვის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-4 მედალია - 2 ოქრო და 2 ვერცხლი. ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი გახდნენ, კიდევ ერთი ვერცხლის მედალი კი გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.
3-გზის მსოფლიო ჩემპიონი გრიგალაშვილისთვის ეს ევროპის ჩემპიონატებზე მე-6 მედალია - 3 ოქრო და 3 ვერცხლი.