ბუნიოდქორის შემტევმა, იმედა აშორტიამ უზბეკეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.
28 წლის ქართველმა ჩემპიონატის ლიდერ ნასარის კარი აიღო - მე-14 წუთზე შეხვედრაში ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, თამაში 2:2 დასრულდა. 85-ე წუთზე ნასარის მოთამაშე ხუსაინ ნორჩაევმა პენალტი ვერ გამოიყენა.
აშორტიას უზბეკეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 2 ასისტი აქვს (23 შეხვედრაში). ბუნიოდქორის რიგებში ნიკა მალიმაც ითამაშა და მატჩის მე-6 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მალის ამ სეზონის 22 ტურში 2 ასისტი აქვს. ორივე ქართველი 74-ე წუთზე შეცვალეს.
ბუნიოდქორი, 40 ქულით, ცხრილის მე-5 ადგილზეა და სამეულს 6 ქულით ჩამორჩება. გუნდი მომდევნო ტურში, 18 ოქტომბერს, ესტუმრება ნავბაჰორს, რომელსაც მასზე 3 ქულით ნაკლები აქვს.