უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის გახსნით მატჩში კაირათმა ყაზახეთში ბრიუგეს უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა. სტუმრები წინ ალექსანდარ სტანკოვიჩმა გაიყვანა, რომელსაც ჩაწოდების შემდეგ მასპინძელთა მეკარის ცუდად მოგერიებული ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიუვიდა.
38-ე წუთზე ბრიუგემ სხვაობა ორამდე გაზარდა. ჰანს ვანაკენმა ანგარიში 0-2 გახადა და პირველი ტაიმის ანგარიში გაათანაბრა. 74-ე წუთზე ანგარიში გამანადგურებელი გახდა. მამადუ დიახონის საჯარიმოში გამჭოლი პასის შემდეგ თავი რომეო ვერმანტმა გამოიჩინა.
84-ე წუთზე ბელგიელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლეს. ჰანს ვანაკენის საჯარიმოში რბილად ჩაწოდებული ბურთი ბრენდონ მეხელმა თავური დარტყმით გადაგზავნა კარისკენ.
მატჩის კომპენსირებულ დროში ყაზახებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს. ადილეტ სადიბეკოვმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთი კი ძელს მოხვდა და ისე შევარდა კარში. მიუხედავად ანგარიშისა, გოლის ავტორმა მაისური გაიხადა და ამის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო.
ბრიუგემ ანგარიშით 1-4 იმარჯვა და ამ მოგებით 7 ქულა დაუგროვდა, რითიც ლაივ ცხრილში 23-ე ადგილზე იმყოფება, რაც უკვე პლეიოფის ზონაა. ყაზახური გუნდი კი ერთადერთი ქულით ცხრილის ფსკერზეა და 36-ე ადგილს იკავებს.