მერაბ დვალიშვილის თქმით, გადაწყვეტილია, რომ მისი და პიოტრ იანის სატიტულო ბრძოლა თეთრ სახლში არ ჩატარდება და ამას თავისი მიზეზი აქვს.
"არ განიხილება, რომ ჩემი მომდევნო ბრძოლა სატიტულო არ იყოს, შესაბამისად, ყველა ვარიანტში ისევ პიოტრ იანთან ვიჩხუბებ.
UFC-ში უკვე მითხრეს, რომ ჩვენი ბრძოლა თეთრ სახლში არ შედგება, რადგან ის რუსეთის წარმომადგენელია, მე ქართველი ვარ და აშშ-ის პრეზიდენტის სასახლეში ერთმანეთთან არ გვაჩხუბებენ. მიზეზი სოციალურია.
ის ჩემპიონია, მე პირველი ნომერი ვარ - მთავარი ივენთი უნდა იყოს, ან თანამთავარი მაინც, ამიტომ ეს ყველაფერი თეთრ სახლში არ გამოვა.
პრობლემა არაა, შესაძლოა, აპრილ-მაისში ან თეთრის სახლის ივენთის შემდეგ, ზაფხულშივე ვიჩხუბოთ", - განაცხადა დვალიშვილმა Adjarabet Arena-სთან ინტერვიუში.