თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე ასპარეზობს.
ქართველმა პირველ შეხვედრაში პოლონელი მოწინააღმდეგე, კშიშტოფ კაჩკოვსკი 15-7 დაამარცხა და T32-ში გავიდა. T16-ში შესასვლელ ბრძოლაში, სანდრო ამერიკელ ვილიამ მორილს დაუპირისპირდა და 15-11 სძლია.
ბაზაძე 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ეგვიპტელ მოჰამედ ამერს შეხვდა. ქართველმა მოწინააღმდეგე 15-11 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო.
სანდროს მეტოქე 1/4 ფინალში ასევე ეგვიპტელი ზიად ელსისი იყო. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და ქართველის გამარჯვებით 15-13 დასრულდა.
ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მედალი უკვე გაინაღდა.

მომდევნო ეტაპზე მეტოქე კვლავ ეგვიპტელი აჰმედ ჰეშამი იქნება. ნახევარფინალური მატჩი 18:00 საათზე გაიმართება.
დღეს თავისი მატჩი გამართა სანდროს ძმამ, ბექა ბაზაძემაც, რომელიც წარმატებული პირველი დღის შემდეგ უნგრელ კრისტიან რაბს დაუპირისპირდა. ბექა დაძაბულ ბრძოლაში 15-13 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.
ასევე დღეს საქართველოს რაპირით მოფარიკავე კაცთა ნაკრები მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდა და 45-21 დამარცხდა, დაშნით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა კი დიდ ბრიტანეთთან წააგო 45-38.
თბილისი 2025 - სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიააა!