თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე ასპარეზობს.
ქართველმა პირველ შეხვედრაში პოლონელი მოწინააღმდეგე, კშიშტოფ კაჩკოვსკი 15-7 დაამარცხა და T32-ში გავიდა. T16-ში შესასვლელ ბრძოლაში, სანდრო ამერიკელ ვილიამ მორილს დაუპირისპირდა და 15-11 სძლია.
ბაზაძე 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ეგვიპტელ მოჰამედ ამერს შეხვდა. ქართველმა მოწინააღმდეგე 15-11 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო.
სანდრო 1/4 ფინალში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე ასევე ეგვიპტელი ზიად ელსისი იქნება. მატჩი 16:10 საათზე გაიმართება.

დღეს თავისი მატჩი გამართა სანდროს ძმამ, ბექა ბაზაძემაც, რომელიც წარმატებული პირველი დღის შემდეგ უნგრელ კრისტიან რაბს დაუპირისპირდა. ბექა დაძაბულ ბრძოლაში 15-13 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.
ასევე დღეს საქართველოს რაპირით მოფარიკავე კაცთა ნაკრები მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდა და 45-21 დამარცხდა, დაშნით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა კი დიდ ბრიტანეთთან წააგო 45-38.