დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი ედინ ტერზიჩი ახალი სეზონიდან ბილბაოს ატლეტიკს ჩაიბარებს.
როგორც გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
ტერზიჩი ბილბაოსთვის ერნესტო ვალვერდეს შეცვლის მთავარი ფავორიტი იყო და მხარეები მოლაპარაკებები მარტის შემდეგ აწარმოებდნენ.
გერმანელი სპეციალისტი კლუბს სეზონის ბოლოს ჩაუდგება სათავეში, მას შემდეგ, რაც ვალვერდე თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.
იუპ ჰაინკესის (2001-2003) შემდეგ, ტერზიჩი ბილბაოს ისტორიაში მეორე გერმანელი მწვრთნელი გახდება.
43 წლის სპეციალისტის სივიში ჯერჯერობით მხოლოდ დორტმუნდი ფიგურირებს, რომელსაც ის ორჯერ (2020-2021, 2022-2024) წვრთნიდა. 2024-ში მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიიყვანა, სადაც მადრიდის რეალთან დამარცხდა, რის შემდეგაც კლუბი დატოვა.