საქართველოსთან უეფას ერთა ლიგის მატჩის შემდეგ უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად გამარჯვებისა, გუნდის თამაშში გარკვეული ხარვეზებია, განსაკუთრებით შეტევის ხაზში:
საქართველოს ნაკრებში ტოპ-ლიგების 10 ფეხბურთელია და მაღალ ხარისხსა და კარგ ტექნიკურ მომზადებას ავლენს. თუმცა მეორე გოლსაც ვიმსახურებდით. მატჩის ბოლოს სობოსლაის შეცვლის შემდეგ ვიწვალეთ, თუმცა სამი ქულა დავიმსახურეთ.
როსიმ ასევე აღნიშნა, მათ მოედანზე უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა რეალური მომენტების გამოყენება კვლავ პრობლემად რჩება - ბოლო სამ მატჩში გუნდმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.