საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მორიგ შეხვედრას ბელფასტში, ჯგუფის ლიდერ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან გამართავს.
ჩვენი გუნდი უკვე ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქშია - დღეს, 17:00 საათიდან პრესკონფერენციაა ჩანიშნული, ხოლო 17:30-დან მატჩის მასპინძელ უინდსორ პარკზე ივარჯიშებენ.
ერთა ლიგის 3 ტურის შედეგებით, საქართველოს ეროვნულ გუნდს 1 ქულა აქვს და ცხრილის ბოლო პოზიციაზეა - უკრაინასა და უნგრეთს 4-4 ქულა აქვთ, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიას - 7.
ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა 5 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზეა.
ფოტო: NAKREBI.GE
ჩრდ. ირლანდია V საქართველო - ვინ იქნება არბიტრი?