პარიზში, პარი სენ-ჟერმენის საწვრთნელ კამპუსში, 9-დან 15-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კემპი ეწყობა - 18-23 ოქტომბერს.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და კემპი სულ მიიღებს 20 ბავშვს, რომელთაც ჩაუტარდებათ 7 საწვრთნელი სესია უშუალოდ პსჟ-ის აკადემიის მწვრთნელების ხელმძღვანელობითა და კლუბის უნიკალური სათამაშო ფილოსოფიით.
თეორიული განვითარება: მოედანზე ვარჯიშის გარდა, ბავშვები გაივლიან 4 საგანმანათლებლო სესიას (კვება, აღდგენა, ემოციების მართვა) და ვიდეო ანალიზს.
ექსკლუზიური ტური სტადიონზე: ბავშვები ესტუმრებიან პსჟ-ს მთავარ არენას, „პარკ დე პრენსს“, სადაც დაათვალიერებენ მოედანს, თასების ოთახსა და პსჟ-ს გასახდელს.
პარიზის დათვალიერება: კემპი ასევე მოიცავს პარიზის კულტურულ ტურს, ეიფელის კოშკის და ტრიუმფალური თაღის ნახვას და კრუიზს მდინარე სენაზე.
ოფიციალური ეკიპირება: ყველა მონაწილეს გადაეცემა NIKE-ის PSG აკადემიის სრული სავარჯიშო ეკიპირება, მათ შორის სპორტული კოსტიუმი, ფორმები, საწვიმარი ქურთუკი და ზურგჩანთა.
საცხოვრებელი პირობები: მონაწილეები განთავსდებიან 4-ვარსკვლავიან სასტუმროში 24-საათიანი მეთვალყურეობით და უზრუნველყოფილნი იქნებიან ახალგაზრდა ათლეტებზე მორგებული ბალანსირებული კვებით.
პაკეტი: ერთკვირიანი პროფესიონალური გამოცდილების პაკეტი აერთიანებს ორმხრივ პირდაპირ ფრენას, სასტუმროს, კვებას, ვარჯიშებს, ფოტოსესიასა და ტურებს.
კემპის შესახებ დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად და რეგისტრაციისთვის გიტოვებთ ბმულს.