ერთა ლიგის მე-3 ტურში, საქართველოს ნაკრები უნგრეთთან სტუმრად 0:1 დამარცხდა და კვლავ გატანილი გოლის გარეშეა.
რამაზ სვანაძის გუნდს 3 ტურში 1 ქულა აქვს და სატურნირო მდგომარეობა უკვე საკმაოდ რთულადაა, რადგან თითოეულ მეტოქესთან დაშორება მინიმუმ 3 ქულაა, სათამაშო კი 3 ტური რჩება, თანაც მათგან 2 გასვლითი მატჩია.
1. ჩრდილოეთ ირლანდია - 7 ქულა;
2. უკრაინა - 4 ქულა;
3. უნგრეთი - 4 ქულა;
4. საქართველო - 1 ქულა.
ასეთი მოცემულობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ირლანდიელებმა, საქართველოსთან გამარჯვებისა და უნგრეთთან ფრის შემდეგ, უკრაინა სტუმრად 3:0 დაამარცხეს და ლიდერობა მოიპოვეს.
ჩვენი ნაკრები მომდევნო მატჩს 5 ოქტომბერს, ბელფასტში, სწორედ ჯგუფის ლიდერ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.
უნგრეთთანაც გოლის გარეშე - რა გველის ბელფასტში?