საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატ ოქროს ლიგაში რეგულარული სეზონი დასრულდა.
18 ტურის შედეგების მიხედვით, გუნდები ზედა და ქვედა ჯგუფებად დაიყო - ზედა ჯგუფში ჩემპიონი და პრიზიორები გამოვლინდებიან, ხოლო ქვედა ჯგუფში გაირკვევა, რომელი გუნდები დაქვეითდებიან მომავალი სეზონიდან ვერცხლის ლიგაში.
საჩემპიონო ბრძოლა სუპერ დაძაბულია, რასაც ცხრილიდანაც ნახავთ. 18 ტურის შედეგებით, ასეთი მდგომარეობაა მანამ, სანამ საჩემპიონო მატჩები დაიწყება.
1. დინამო თბილისი - 39 ქულა;
2. ლოკომოტივი თბილისი - 39 ქულა;
3. იბერია 1999 - 38 ქულა;
4. ტორპედო ქუთაისი - 33 ქულა.
17 ოქტომბრიდან გუნდები ერთმანეთში ორ წრედ, ჯამში 6 ტურს ითამაშებენ და ჩემპიონიც ამის შემდეგ გვეცოდინება.
19-წლამდელთა ოქროს ლიგის 2026 წლის გამარჯვებული 2027-28 წლების სეზონის უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ცნობისთვის, წლევანდელი სეზონის უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე დინამო თბილისი გამოდის და 10 და 14 ოქტომბერს, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბელარუსის ჩემპიონ დინამო მინსკს ხვდება.
ფოტო: ლოკომოტივი თბილისი