საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მე-3 ტურში, უნგრეთის ნაკრებს სტუმრად ხვდება.
რამაზ სვანაძემ უნგრელებთან მატჩისთვის სათამაშო სქემა არ შეცვალა, ძირითად შემადგენლობაში კი, უკრაინასთან მატჩთან მიმართებით, ერთი ცვლილება განახორციელა.
საქართველო (3-5-2): მამარდაშვილი - გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი - კაკაბაძე, იეგოიანი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი - კვარაცხელია, მიქაუტაძე.
როგორც ხედავთ, სასტარტო თერთმეტეულში გიორგი ქოჩორაშვილი ჩაანაცვლა ირაკლი იეგოიანმა, რომელსაც ეროვნულ გუნდში დებიუტი უკრაინასთან ჰქონდა, როცა მოედანზე 2 წუთამდე გაატარა.
ერთა ლიგის B2 ჯგუფს უკრაინა და ჩრდილოეთ ირლანდია 4-4 ქულით ლიდერობენ, უნგრეთსა და საქართველოს კი თითო-თითო ქულა აქვთ.
უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა 22:45 საათიდან იწყება. პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზეა.
ფოტო: NAKREBI.GE