საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ოქტომბრის პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და ლატვიასთან 2:2 ითამაშა.
უმცროსი ჯვაროსნები, მათე შათირიშვილისა და ნიკოლოზ ბარიხაშვილი-შეყლაშვილის გოლებით, 23-ე წუთისთვის 2:0 დაწინაურდნენ. ლატვიელებმა ერთი გოლი მალევე (25-ე წუთზე), ჯარიმიდან გაქვითეს, 73-ე წუთზე კი შედეგი ავტოგოლით მიიღეს და წაგებას გადაურჩნენ.
საქართველო: ჩოჩოშვილი - კუპრავა, შათირიშვილი, ლომიძე (კაპ.), ბენდელიანი (ძერყორაშვილი; 46) - ციკოლია, კაკაშვილი, ადუაშვილი (ჩხეტიანი; 77) - ბარიხაშვილი-შეყლაშვილი, მიქაუტაძე (შალიკიანი; 77), ქურდოვანიძე (მელაშვილი; 77). მთ. მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი.
ჩვენი გუნდი მომდევნო მოსამზადებელ შეხვედრას 5 ოქტომბერს, კვლავ ლატვიის ნაკრებთან ჩაატარებს - 18:00 საათიდან, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე.
ჩვენი გუნდი ნოემბერში, ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის ეგიდით, B ლიგის ჯგუფში დანიას (11 ნოემბერი), ბოსნიასა (14 ნოემბერი) და სან მარინოს (17 ნოემბერი) დაუპირისპირდება. ჯგუფის მატჩები სან მარინოში ჩატარდება, პირველადგილოსანი კი გაზაფხულზე გასამართ მე-3 რაუნდში თამაშის საშუალებას მიიღებს, რითაც ევროზე გამსვლელ 7 გუნდში მოხვედრას შეეცდება (მასპინძელი ჩეხეთი ავტომატურად კვალიფიცირებულია).
ფოტო: NAKREBI.GE
როგორი შემადგენლობით ემზადება U19 ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის