საქართველოს ლიგა 4-ში, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობს, 22-ე ტურის მატჩები დასრულდა.
ბათუმის ვესტ ჯორჯიას სახით, ჩემპიონატს კვლავ დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს, მასთან ყველაზე ახლოს ახალციხის სამცხეა, რომელიც ბოლო დროს მშვენიერ ფორმაში შევიდა, თბილისის არაგველებმა კი სამეულში ადგილი დაიბრუნა.
1. ვესტ ჯორჯია (ბათუმი) - 52 ქულა;
2. სამცხე (ახალციხე) - 45 ქულა;
3. არაგველები (თბილისი) - 42 ქულა;
4. ბორჯომი (ბორჯომი) - 40 ქულა;
5. სამგურალი 2 (წყალტუბო) - 38 ქულა;
6. ტორპედო 2 (ქუთაისი) - 37 ქულა;
7. სქური (წალენჯიხა) - 33 ქულა;
8. მერცხალი (ოზურგეთი) - 31 ქულა.
რეგლამენტის მიხედვით, 30 ტურის შედეგებით, ცხრილში საუკეთესო სამეულში მყოფი გუნდები ლიგა 3-ის ავტომატურ საგზურს მიიღებენ.
ცნობისთვის, ლიგა 3-ში გასულ სეზონში იბერია 2010, ივერია ხაშური და გურია ლანჩხუთი დაწინაურდნენ.
ფოტო: სამცხე ახალციხე
გაიცანით ქართული კლუბი, რომელიც არსებობის ისტორიაში არასდროს დამარცხებულა