საქართველოს ნაკრებმა, ერთა ლიგის მე-3 ტურის ეგიდით, უნგრეთის ნაკრებთან სტუმრად 0:1 წააგო.
პუშკაშ არენაზე გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი ლივერპულის მცველმა, მილოშ კერკეზმა შეაგდო - 35-ე წუთზე, თავური დარტყმით.
გიორგი მამარდაშვილმა 7 სეივი შეასრულა, ჩვენებს კი მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი 0.42 ჰქონდათ და კარში ზუსტად 3-ჯერ დაარტყეს.
შედეგად, ჯვაროსნებს 3 ტურში გოლი არ გაუტანიათ და მხოლოდ 1 ქულა აქვთ იმ ფონზე, რომ უნგრელებსა და უკრაინელებს 4-4 ქულა აქვთ, ხოლო ჯგუფის მოულოდნელ ლიდერ ჩრდილოეთ ირლანდიას - 7.
ჩვენი გუნდი მე-4 ტურის შეხვედრას 5 ოქტომბერს, ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მოულოდნელი ლიდერი - რა მდგომარეობაა ჩვენს ჯგუფში 3 ტურის შემდეგ?