UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა, ჰენრი სეხუდომ სოციალური ქსელის მეშვეობით შონ ო'მალი გამოიწვია.
"ძმები ყოველთვის ჩხუბობენ - მოდი, მამის დღეზე მერაბს საჩუქარი გავუკეთოთ, რომელსაც არასდროს დაივიწყებს." - წერს ყოფილი ჩემპიონი.
ჰენრი სეხუდოს UFC-ში ბოლო 3 ბრძოლა აქვს წაგებული, ო'მალიმ კი ბოლო ორივე ბრძოლა დვალიშვილთან წააგო.
ქართველმა ჩემპიონმა სეხუდო გასულ წელს დაამარცხა, სანამ ო'მალისთან სატიტულო შანსს მიიღებდა, შემდეგ კი შონს ჯერ ქამარი წაართვა, შემდეგ კი მასთან ტიტული დაიცვა.
"გაჩერებას არ ვაპირებ" - ექსკლუზიური ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან