ქამრის დაცვის შემდეგ, ქართველი მანქანა საქართველოში მოდის. ჩემპიონი სამშობლოში 11 ივნისს ბრუნდება.
"გამარჯობა, მეგობრებო. პირველ რიგში, მადლობა გულშემატკივრობისთვის. როგორც დაგპირდით, UFC-ის ქამარი მოდის საქართველოში.
თბილისის აეროპორტში ჩამოვფრინდები ოთხშაბათს, 11 ივნისს, დილის 10 საათზე, საიდანაც გადავინაცვლებთ რიყის პარკში, სადაც შევხვდები გულშემატკივარს.
საქართველოში მარტო არ მოვდივარ. როგორც დავაანონსეთ, მოვდივარ ნინა დრამასთან და ჩემს მწვრთნელ ჯონ ვუდთან ერთად და კიდევ რამდენიმე ადამიანი იქნება ჩვენთან ერთად, ვისაც დავათვალიერებინებთ საქართველოს, გავუმასპინძლდებით ქართული სუფრით, ვაჩვენებთ ჩვენს სტუმართმოყვარეობას, გადავიღებთ უამრავ კონტენტს, უამრავ ფოტო და ვიდეო მასალას, რითიც ვეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტ ხალხს დავანახოთ ჩვენი ადათი, კულტურა, ტრადიცია, სუფრა და ა.შ.
მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ დავიცავი ჩემი ქამარი და ჩემპიონის რანგში შევხვდებით საქართველოში. აბა დროებით, მეგობრებო." - აცხადებს მერაბი.
"გაჩერებას არ ვაპირებ" - ექსკლუზიური ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან