ბარსელონას სატრანსფერო გეგმებზე უდიდეს გავლენას ახდენს გასახდელში არსებული ურთიერთობები.
როგორც ყოველთვის ხდება გაზაფხულზე, ახლაც ბარსელონას შემადგენლობასთან დაკავშირებით სპეკულაციები ვრცელდება იმაზე, თუ ვინ იქნება გუნდში ზაფხულის ბოლოს. კატალონიურმა გუნდმა მედიას აცნობა, რომ ოთხი წლის შემდეგ პირველად ისინი ხელფასის ლიმიტის ფარგლებში იქნებიან, რაც პოტენციურად მათ ხარჯების გაზრდის საშუალებას მისცემს.
ეს ასევე ბარსელონას სტიმულს აძლევს , წინა წლებთან შედარებით მეტი ტრანსფერები განახორციელონ. ბოლო კვირების განმავლობაში ჟიულ კუნდე, ალეხანდრო ბალდე და ფერან ტორესი ამ ზაფხულს გუნდიდან წასვლასთან დააკავშირეს. სხვათაშორის, სამივე მათგანით პრემიერ ლიგაა დაინტერესებული.
ბარსელონა გადაწყვეტილებების მიღებისას გასახდელში ჰარმონიას გაითვალისწინებს.
მათ მომავალთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები - რომელშიც საბოლოო სიტყვა, ცხადია, ფეხბურთელებს ეკუთვნით - მხოლოდ თამაშზე არ იქნება დაფუძნებული. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც კლუბი ყურადღებას აქცევს, გასახდელში ჰარმონიაა გადაწყვეტილებების მიღებისას.
მოსალოდნელია, რომ ტორესზე და ბალდეზე სხვა კლუბებისგან იქნება შეთავაზებები. ბალდეს ახლო ურთიერთობა აქვს ლამინ იამალთან, წყვილი მოედნის გარეთაც მეგობრობს. ტორესი კი ძალიან ახლოსაა ვარსკვლავ ნახევარმცველ პედრისთან. ისინი ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ და ხშირად ატარებენ დროს ერთად. ჰანსი ფლიკი ფეხბურთელებს შორის კარგ ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ბარსელონაში მისვლის შემდეგ ფლიკი დიდ ყურადღებას აქცევდა გასახდელში არსებულ ატმოსფეროს და მას საუკეთესოს უწოდებდა, რაც კი მისი ხელმძღვანელობით უნახავს. სეზონის დასაწყისში მან თავის ფეხბურთელებს შეახსენა, რომ ეგო წარმატების მტერია და ცდილობდა, მაგალითად მოეყვანა შრომისმოყვარე მოთამაშეები, რომლებიც გუნდს თავდადებით ემსახურებოდნენ.