რაფაელ ლეაომ SportTV-სთან საუბარში ზაფხულში მილანიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
ვფიქრობ, მილანს ყველაფერი მივეცი, რაც შემეძლო მიმეცა.
,,ეს იყო კლუბი, რომელიც ძალიან დამეხმარა ზრდასა და განვითარებაში, რომელიც გვერდში მედგა რთულ მომენტებში. ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ჩემი სახელის ჩაწერა ამ კლუბის ისტორიაში.
ყველას აქვს თავისი ოცნებები, გამოწვევები, სურვილები და მიზნები, რომელთა მიღწევაც უნდა. მეც მინდა ახალი გამოწვევა ვცადო, ახალ ლიგაში.
როცა მომენტი დადგება, შევაფასებ საუკეთესო ვარიანტებს ჩემი კარიერის გასაგრძელებლად და იმისთვის, რომ ევროპის ფეხბურთის უმაღლეს დონეზე ასპარეზობა კვლავ შევძლო.““ - განაცხადა პორტუგალიელმა შემტევმა.
რაფა ლეაო მილანს 2019 წელს ფრანგული ლილიდან შეუერთდა და როსონერისთან ერთად სკუდეტო და იტალიის სუპერ თასი მოიგო.
იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ცნობით, პორტუგალიელს პრემიერ ლიგაში თამაში სურს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ინტერესს თურქეთიდან (გალათასარაი და ფენერბაჰჩე) და საუდის არაბეთიდან (ალ-ჰილალი) იჩენენ.