-
Aa
+
ფონტის ზომა
ცნობილილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი მონაკოში უკვე დაიხურა.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, მოთამაშე მონაკოში შაბათს ჩაფრინდება და დოკუმენტებს ხელი მოეწერება.
მონაკო ფიქსირებულად 20 მილიონ ევროს გადაიხდის, მეცი კი დამატებით ბონუსებსაც მიიღებს.
მიქაუტაძე თავის ახალ კლუბთან გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ქართველი თავდამსხმელის ბრწყინვალე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მისი შეძენით სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ, თუმცა გამარჯვებული მონაკო გამოვიდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები