ვილიარეალმა სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა (მალაგა 1:3 ვილიარეალი).
მიქაუტაძე მოედანზე 63-ე წუთზე, აიოსე პერესის ნაცვლად გამოჩნდა და მალევე შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.
მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე, ვილიარეალის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ძირითადი პენალტისტი ჟერარდ მორენო მოედანზე არ იმყოფებოდა და ბურთთან თავად მიქაუტაძეც მივიდა, სენეგალელმა პაპ გეიემ ქართველს დარტყმა არ დაანება და ბურთი თავად გაიტანა, რითაც მატჩში დუბლი გაიფორმა.
გიორგის გატანილი გოლი სხვებთან ერთად არ აღუნიშნავს და სხვა მხარეს გაეშურა.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძეს ზედიზედ ხუთი მატჩია, გოლი არ გაუტანია, მიმდინარე სეზონში კი თამაშიდან ჯერ არცერთი გოლი არ ჰქვს (ერთადერთი ზუსტი 11-მეტრიანი ატლეტიკოს კარში გაიტანა).
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე თითო საგოლე პასია. ლა ლიგის 6 ტურში ქართველმა ფორვარდმა კარისკენ ჯამში 17-ჯერ დაარტყა.
ამ გამარჯვებით ვილიარეალმა 5 ქულა დააგროვა და გავარდნის ზონას თავი დააღწია.