ლა ლიგის მე-6 ტურში ვილიარეალმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ყვითელმა წყალქვეშა ნავმა სტუმრად ჩემპიონატის ახალწვეული მალაგა 3:1 დაამარცხა.
მატჩი ვილიარეალისთვის ცუდად დაიწყო - მე-12 წუთზე მალაგამ დაწინაურება შეძლო, თუმცა ყვითლებმა სიტუაციის შემოტრიალება პირველივე ტაიმში მოახერხეს. დუბლით თავი პაპე გეიემ გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი კი მოლეირომ შეაგდო.
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა თადარიგში დაიწყო და მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში მისი გუნდის სასარგებლოდ 2:1 იყო.
ლა ლიგის ექვსი ტურის შემდეგ მიქაუტაძის მონაგარი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გოლია, რომელიც მან მეორე ტურში ატლეტიკო მადრიდს თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაუტანა.
ვილიარეალმა ჩემპიონატში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა, რის ხარჯზეც 5 ქულა დააგროვა და მე-14 პოზიციაზე გადმოინაცვლა. მალაგა კი, ელჩეს და სელტა ვიგოს მსგავსად, კვლავ მოუგებელია და 3 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს.