VIDEO: რაფინიას ჰეთ-თრიკი და ბარსელონას მორიგი შოუ კამპ ნოუზე
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-6 ტურში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე სანტანდერის რასინგი გაანადგურა.
კამპ ნოუზე გამართული შეხვედრა ფლიკის გუნდის გამარჯვებით 7:2 დასრულდა.
ჰეთ-თრიკით თავი რაფინიამ გამოიჩინა, რომელსაც 10 გოლი დაუგროვდა და ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში, თითო გოლი შეაგდეს ჟოაო კანსელუმ, გაბი ჟესუსმა და ლამინ იამალმა, კიდევ ერთი გოლი კი რასინგის მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა.
ლამინ იამალს პირველ ტაიმშიც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან მეკარეს ვერ აჯობა. ამ შეხვედრაში ბარსას სასარგებლოდ 3 პენალტი დაინიშნა, საიდანაც 2 რაფინიამ გაიტანა, იამალმა კი - ვერა.
საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი გულიაშვილი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ბარსა უკვე დიდი უპირატესობით იგებდა.
ერთადერთი, რაც ბარსას დღეს ხასიათს შედარებით გაუფუჭებდა - ძირითადი მეკარის ჟოან გარსიას ტრავმაა, რომლის გამოც ის მეორე ნახევარში მოედანზე ვერ გამოვიდა და ადგილი ვოიცეხ შესნის დაუთმო.
ბარსამ 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა, რასინგი კი 7 ქულით მე-10 ადგილზეა.