ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ხულიან ალვარესის ტრანსფერზე ისაუბრა.
„ჩვენ კვლავ ძალიან დაინტერესებული ვართ ხულიან ალვარესით. გვსურს, რომ ჩვენი შეთავაზება მიიღონ და ამ საკითხს მადრიდის ატლეტიკოს მიმართ უდიდესი პატივისცემით ვუდგებით.
გვინდა, მათ იცოდნენ, რომ თუ ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელის გაყიდვისთვის მზად იქნებიან, ჩვენ მის შესაძენად მზად ვართ, იმ პირობით, რომ მათთვის გაგზავნილი შეთავაზების ფარგლებში შეთანხმებას მივაღწევთ.
დიდ პატივს ვცემთ მადრიდის ატლეტიკოსა და მის ხელმძღვანელობას, რომელსაც მრავალი წელია ვიცნობთ. მიგელ ანხელ ხილთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი შეთავაზება.“ - განაცხადა ლაპორტამ.
"ან ის, ან არავინ" - ბარსას სკანდალური განაცხადი სატრანსფერო სამიზნეზე