დღეს ეროვნული ლიგის ოცდამეორე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართება, რომლითაც ჩემპიონატის მესამე წრე ოფიციალურად დასრულდება.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისური დერბი შედგება, სადაც ერთმანეთს იბერია 1999 და თბილისის დინამო დაუპირისპირდებიან.
დიდი მატჩის დღე - თბილისური დერბი თბილისობას
შეხვედრას განსაკუთრებული სატურნირო დატვირთვა აქვს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ორივე გუნდი ერთპიროვნული ლიდერის პოზიციას დაიკავებს. მოქმედი ჩემპიონისთვის ეს მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ხოლო თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი თბილისის დინამოსთვის კი სერიოზული სტიმული მეოთხე წრის წინ.
იბერია 1999 - დინამო თბილისი [ურთიერთშეხვედრების ისტორია]
იბერია 1999 რთული გამოწვევის წინაშეა. გუნდს 15 ოქტომბრიდან კონფერენსლიგის ლიგის ფაზაში ექვსი მატჩის ჩატარება მოუწევს. გარდა ამისა, დღევანდელ თამაშს გუნდი სერიოზული საკადრო დანაკლისით ხვდება.
შემადგენლობას აკლდნენ ახალგაზრდულ ნაკრებში მყოფი ფეხბურთელები, ლუქსემბურგის ნაკრებში გამოძახებული ვაჰიდ სელიმოვიჩი, დისკვალიფიცირებული ალექსანდრე ამისულაშვილი და ტრავმირებული ვახტანგ ბედოშვილი და ანდრია ბართიშვილი.
თბილისის დინამოსაც ვერ დაეხმარება ხალიდ დოლტმურზიევი, რომელიც ასევე ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად იმყოფება.
იბერია 1999 vs დინამო თბილისი - ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ