მოჰამედ სალაჰი რეკორდულ შეთავაზებას დათანხმდა.
ეგვიპტელი ვარსკვლავი, რომელმაც 2017 წელს რომადან გადმოსვლის შემდეგ ლივერპულთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
მიუხედავად იმისა, რომ სალაჰმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშისა და ბომბარდირის ტიტულები მოიპოვა, მიმდინარე სეზონში მთავარ მწვრთნელ არნე სლოტთან მომხდარმა უთანხმოებამ ფეხბურთელს კლუბიდან ნაადრევად წასვლა აიძულა.
გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის თავდამსხმელმა პრინციპული თანხმობა განუცხადა თურქულ ფენერბახჩეს, რომელიც მას სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 20 მილიონ ევროს სთავაზობს. ეს ხელშეკრულება თურქული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პაკეტი იქნება და სალაჰის კვირეული ანაზღაურება დაახლოებით 333,000 ფუნტ სტერლინგს მიაღწევს.
მიუხედავად თურქული გრანდისადმი დადებითი რეაქციისა, გამოცდილი ვარსკვლავი მაინც ელოდება სხვა შესაძლო შეთავაზებებს ევროპიდან და საუდის არაბეთიდან, თუმცა მისი პრიორიტეტი კარიერის კვლავ ევროპაში გაგრძელებაა.